ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა

საბერძნეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტად მოსამართლე და ადამიანების უფლებების დამცველი ეკატერინი საკელაროპულუ აირჩია.

პრეზიდენტობის პოსტზე 63 წლის საკელაროპულუ პარტია ,,ახალმა დემოკრატიამ” წარადგინა. მას მხარი 300-დან 261-მა პარლამენტარმა დაუჭირა, რაც პრეზიდენტად ასარჩევად საკმარისია.

ეკატერინი საკელაროპულუ ფიცს 13 მარტს დადებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების შედეგი არის ,,ფანჯარა მომავალში” და ,,საბერძნეთი ახალი ოპტიმიზმით შედის ახალ ათწლეულში”. მას მანამდე გუნდში ქალების ნაკლებობის გამო აკრიტიკებდნენ.