საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ვალუტის ჯანსაღი პარამეტრების შესანარჩუნებლად ბერკეტები გააჩნია.
ბახტაძე მიიჩნევს,რომ ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია.
“ჩვენი პროგნოზები და ის ანალიზის, რომელიც გვქონდა ფინანსურ ინსტიტუტებს პრინციპში გამართლდა, რომ სამწუხაროდ ჩვენ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი.
ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და მე ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პარამეტრები,“-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მასშტაბურად გაუფასურდა როგორც დოლართან ასევე ევროსთან მიმართებაში. გასულ კვირას ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა.