ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, ნათია თურნავამ 2012 წლის აგვისტოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 35 000 ლარი შესწირა. ინფორმაციას ამის შესახებ ტაბულა ავრცელებს.
ნათია თურნავა 2000–2006 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლა, სადაც 2000 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა, 2006 წლის ბოლოდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა და 2006-2013 წლებში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2013 წლიდან 2018 წლამდე თურნავა ბიძინა ივანიშვილის დაარსებული საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდებოდა. 2019 წლის 18 აპრილს კი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა.