ეკონომიკის მინისტრი:საქართველოში ლარი სტაბილურია და არ არსებობს კურსის ვარდნის რეალისტური საფუძველი

{{ARTICLEIMAGE}}
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, საქართველოში ლარი სტაბილურია და არ არსებობს კურსის ვარდნის რეალისტური საფუძველი. გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ “ლარის კურსი, როგორც მინიმუმ, იქნება სტაბილური” და “ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები”.

გიორგი ქობულია თვლის, რომ ლარის კურსს შიში და პანიკა აზარალებს.

“ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში – ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც – ან იმპორტში უნდა გავიდეს. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წლებს შორის. ნაკლები კი არა, 65 მილიონი დოლარით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? ლარი შეიძლება გაიაფდეს მხოლოდ იმისგან ამ სიტუაციაში, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს?! ამას ფიზიკის კანონები ეწინააღმდეგება და ეკონომიკის”, განაცხადა გიორგი ქობულიამ.