ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბათუმის ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს

ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.

მათი განცხადებით, ხელისუფლება  შემოსავლის წყაროს ართმევს. ელექტრომობილების მეპატრონეები იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მოძრაობა  აიკრძალება.