{{ARTICLEIMAGE}}თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სამოქალაქო მოძრაობაში “კეთილსინდისიერ ადამიანებს იწვევს და არ ეძებეს ცნობად სახეებს”. ამ შინაარსის განცხადება ელისაშვილმა “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” პრეზენტაციაზე გააკეთა.
პრეზენტაციიდან გაირკვა, რომ ახალი ორგანიზაცია “ევროპის დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის” თანადგომით შეიქმნა და ოფისების გახსნა ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება.
“არ წარმოვადგენთ მზა-მზარეულ, უზარმაზარ გუნდს და არ დავიბრალებთ, რომ ორშაბათიდან, ან ხვალიდან გადავარჩენთ საქართველოს. დღეს ვიწყებთ გუნდის ფორმირებას მთელ საქართველოში და ვეძებეთ ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ადამიანს – ეს არის ორი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შემოვიკრებთ ხალხს ჩვენ ირგვლივ. მესიები არ არსებობენ. არ არსებობენ კეთილი, მდიდარი ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემას მოგვიგვარებენ”,-თქვა ელისაშვილმა პრეზენტაციაზე.
მოძრაობის წევრთა შორის არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე და თბილისის მერის 2016 წლის არჩევნებში ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ნორაკიძე