პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ემზარ კვიციანი როგორც ჩანს ფეისბუქის ფუნქციების შესწავლას სერიოზულად მიუდგა მას შემდეგ, რაც გუშინ შეცდომით საკუთარი საწოლიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში იყო ჩართული. კვიციანის საწოლიდან ჩართვის ვიდეო გუშინ სოციალური ქსელების ჰიტი გახდა. დღეს კი კვიციანი მეგობრებს მიმართავს კითხვით, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქ აპლიკაციაზე 101 შეტყობინებას უჩვენებს, აპლიკაციაში შესვლის შემდეგ კი მხოლოდ ცხრა ხვდება. კვიციანის ფეისბუქ მეგობრები მის დასახმარებლად დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ.