ემზარ კვიციანის ძმიშვილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის მკვლელობაზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბექა კვიციანი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ნოდარ ცხადაძეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე 14 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ექ­სპერ­ტებ­მა მისი სხე­უ­ლი­დან 8 ტყვია ამო­ი­ღეს და გა­ირ­კვე­ვა, რა ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

გარდაცვალების დღეს ნო­დარ ცხა­და­ძე სახ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და. მას ისან­ში მდე­ბა­რე მან­ქა­ნე­ბის ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე მა­ღა­ზია ჰქონ­და და იქ ავ­ტო­ნა­წი­ლებს წლე­ბია ყი­დდა.ერთ-ერთი ნო­დარს სამ­სა­ხურ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა და შვი­ლის ნათ­ლი­ამ, ბექა კვი­ცი­ან­მა მი­ა­კი­თხა და ისი­ნი ის­ნი­დან ერ­თად წა­ვიდ­ნენ. ამის შემ­დეგ იკარ­გე­ბა მათი კვა­ლი და ოჯა­ხე­ბი ორი­ვეს 2 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

37 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი გუშინ თბილისის ზღვაზე იპოვეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ბოლოს ის ბექა კვიციანთან ერთად დააფიქსირეს, თუმცა, ამ დრომდე კვიციანი მიმალვაში იმყოფებოდა.