ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ.ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

ციხელაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეტებს იმისთვის, რომ პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდეს.

„განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ვითარების გამო, რომლის მძევლებიც თავად არიან, არ შეეზღუდოთ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა, არსებობს გარკვეული მიდგომები. თქვენ იცით, რომ ასევე სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, არაერთი სქემა არის განსაზღვრული, რომლითაც ძალიან გამარტივებულად შეუძლიათ ამ ადამიანებს მოხვედრა, თუმცა, აქვე იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სპეციფიური რეგულაციები და ცოტა ხანში, განვითარებებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გავხდით, კიდევ ერთხელ, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს დამატებითი ბევრი ზომის მიღებაზეა და რაც შეიძლება მალე მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული დღეს ენგურის ხიდზე,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სეფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა.

მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ის საპროტესტო აქციები დაასახელეს, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში, მათ სორის ზუგდიდშიც ტარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის შეფასებით, ეს მიტინგები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იქნება ძალაში, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.