23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე კომპანია ENKA ნამახვანჰესის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აანონსებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათი მტკიცებით, სიცრუეა, რომ “ნამახვანჰესის” აშენების შემთხვევაში ტერიტორიის 80% წყლით დაიფარება.
ენკამ მაგიდასთან დისკუსიისთვის “რიონის მცველებიც” მოიწვია.
“არ გამოვრიცხავ და მეტიც, ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანის გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ აბსოლუტურად შენგებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით. სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგოდ პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში, წყნარად პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად აღარ დატოვა. უცხოური ვალუტის მოდინების კუთხით საქართველოში ეს იქნება უდიდესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ენკა გაგრძელებს აქ მუშაობს და წარმატებით დასრულდება ნამახვანჰესის პროექტი”. – თქვა მერაბ ლომინაძემ.