ენტონი ჯოშუას სენსაციური მარცხი ენდი რუისთან

მძიმეწონის დივიზიონის სამი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ენტონი ჯოშუა დღეს გამთენიისას სენსაციურად დამარცხდა აუტსაიდერ ენდი რუისთან. მექსიკელმა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.

იმის მიუხედავად, რომ ენტონი უპირატესობას ფლობდა და მესამე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნშიც ჩააგდო რუისი არ დანებდა, შესანიშნავად იბრძოლა და მეშვიდე რაუნდში ოთხჯერ დაანოკდაუნა და საბოლოოდ ბრძოლა მსაჯმა ტექნიკური ნოკაუტით შეაჩერა და გამარჯვება ენდი რუისს მიაკუთვნა.

ენტონი დამარცხების შემდეგ ენტონი ღირსეულად მოიქცა – მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და მას ღირსეული მებრძოლი და ღირსეული ჩემპიონი უწოდა. ასევე მან განაცხადა, რომ ეს მარცხიც მისი თავგადასავალის ნაწილი იქნება და ის უფრო ძლიერი დაბრუნდება.

სენსაციურ შედეგს არაერთი მებრძოლი გამოეხმაურა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ენტონის მთავარი კონკურენტის დეონტე უაილდერის განცხადება. მან საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა: ,, ის ნამდვლი ჩემპიონი არასდროს ყოფილა. მთელი მისი კარიერა ტყუილებზე და იღბალზე იყო აგებული. ფაქტები ფაქტებად რჩება და ეხლა უკვე იცით ვინ ვის გაურბოდა.” შეგახსენებთ, უაილდერი და ჯოშუა ერთმანეთს აბრალებენ, რომ ისინი ბრძოლას გაურბიან და ერთმანეთის ეშინიათ.