მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქციას გამართავს. ამის შესახებ მოძრაობის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.
„როდის? ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 სთ-ზე
სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე)
რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.
დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.