ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დღეს აქციას გამართავენ.
შეკრება თბილისში, 11:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) მსვლელობით დასრულდება.
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა გუშინ სოციალური ქსელით მიმართა. მან საზოგაოდება გააფრთხილა, რომ რესპუბლიკის მოედანის დაკეტვის გამო, ყველა, ვინც მანქანით აპირებს მისვლას, ელბაქიძის დაღმართზე, სამაიას ბაღთან შეიკრიბოს.