ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას Facebook-ზე ადვოკატი დავით ასათიანი ავრცელებს.
ე.წ. პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში, დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც დაესწრო. მის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.
საქმეს ცხინვალში ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი თემა იყო.