ხალგორის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროს მკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავით მიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დე ფაქტო საზღვარი განზრახ გადაკვეთა.