ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ვდგამთ ნაბიჯს – გახარია

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ვდგამთ ნაბიჯებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. 

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი ორგანოები აქტიურად მოქმედებენ , 24-საათიან რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გახარიამ.