ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის საფლავი გაქურდეს

კახეთში, ექსკურსიაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საფლავი გაქურდეს.

“წიგნებიც მოპარეს ჩემს გოგოს,ჩანთაში რომ მეწყო…წებოც,კალამიც,სანთლებსაც იპარავენ…რა ვთქვა.ვინმემ უფალი არ მიხსენოთ და სამართალი.მძულს ეს დაბნელებული უსულგულობა”-წერს შვილმკვდარი დედა.

შეგახსენებთ, ტრაგედია 26 მაისს დატრიალდა. სკოლის ექსკურსიაზე ლა­გო­დეხ­ში მყოფი სკოლა “ალბიონის” მოსწავლე 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი მდინარის დინებამ გაიტაცა. გო­გო­ნას ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს.