ექსპერტიზის ბიურიდან დამირეკეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო – მაკო გომური

მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს  თვალი დაკარგა, ექსპერტიზის ბიურიდან დაურეკეს და „გადაამოწმეს“, მართლა დაკარგა თუ არა ჯანსაღი თვალი. ამის შესახებ სციალურ ქსელში თავად მაკო გომური წერს.

„მოკლედ, 4,თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ – 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, – წერს მაკო გომური. 

შეგახსენებთ,  გოგონა, რომლის თვალი 20 ივნისის ღამეს სპეცრაზმის მიერ ნასროლ ტყვიას შეეწირა, ამ დრომდე, სახელმწიფომ დაზარალებულად არ სცნო.