ექვსი წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

{{ARTICLEIMAGE}}იაშვილის კლინიკამ 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები გახდა.


“პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტივის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგიოციტური ლიმფოჰისტიოციტოზიდი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში. “ – ნათქვამია განცხადებაში.

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა.ოჯახი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.