ერდოღანი სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვარაუდი გამოთქვა, რომ  არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაუქმდეს. ამის მიზეზი კი მისი თქმით, სტამბოლში მერის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებია.

„თუ ისეთ ქალაქში, როგორიც სტამბოლია, სადაც 11 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობს, ხმებს შორის სხვაობა 30 ათასს შეადგენს, ხოლო გასაჩივრების შემდეგ ეს სხვაობა 13 ათასამდე შემცირდა, მაშინ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ  ეჭვები გაქარწყლდეს. ამ სიტუაციამ შესაძლოა, არჩევნების შედეგების გაუქმებაც კი გამოიწვიოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერის არჩევნებზე გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა იმამოგლუმ გამოაცხადა.