ერეკლე კუხიანიძე “საკრებულოს გავრილოვია” – ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს სთხოვს, “ქართული ოცნების” დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს მანდატი ჩამოართვას. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი კუხიანიძეს “საკრებულოს გავრილოვს” უწოდებს.

“სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა მერიის სამსახურის უფროსმა, რომელიც არის “ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი ზონდერ აქტივისტი. აქ ადამიანებს ხელები გადაუგრიხა და მათ შორის, ჟურნალისტებს. დღეს რაც მოხდა, ეს სწორედ “საკრებულოს გავრილოვის” გამოა და “საკრებულოს გავრილოვი” არის კუხიანიძე. ჩვენ ვითხოვდით, რომ მოსულიყო ტყემალაძე და გაეცა პასუხი ამასთან დაკავშირებით, რას აპირებს “ქართული ოცნება”, ატოვებინებს თუ არა მანდატს. როგორც ჩანს, ვაჟა გაფრინდაშვილი მათთვის არავინ არ არის,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.