ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი “რუსთავი2-ის” წილებისთვის ბრძოლას იწყებს

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, “რუსთავი 2-ის” წილებისთვის ბრძოლას იწყებს

განცხადება ტელეკომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ კონსულტაციები იურისტებთან უკვე გაიარა და სამართლებრივი ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება.

“მე რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს, თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ეს ენერგია, როგორც მინიმუმ ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც, ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მის სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები უკვე ალბათ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ. “რუსთავი 2”-ის 100% დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს. მე პირველ რიგში, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას, ალბათ ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ, ესე არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ესეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს მე პირადად, რაღაც აბსურდის თეატრს მაგონებს“ – განაცხადა ია კიწმარიშვილმა.