ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა

დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე გამოცდის ჩასაბარებლად 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო; დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად. ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და პირველი გამოცდა  ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.  23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ეროვნულ გამოცდებზე ჯამში 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.