ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9723 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.15 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2779 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2566 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.13 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5169 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.8265 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ნოემბერიდან შევა ძალაში.