ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 31 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8677 ლარი ეღირება, ევრო – 3.2095 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7593 ლარი.

28 დეკემბრის ოფიციალური კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.8696 ლარი ღირდა, ევრო –3.1973 ლარი, ფუნტი –3.7488 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 31 დეკემბერს შევა ძალაში.