“ერთ დღეს ქართველები აღმოაჩენენ რომ 20% კი არა 100%-ია ოკუპირებული “-მაიკლ კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ვერ აცნობიერებს რუსეთთან “ღია კარის“ პოლიტიკის საფრთხეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოში 3 დღე გავატარე და ეჭვი მეპარება,რომ ქვეყნის ხელისუფლება ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია პოლიტიკურ შედეგებს. ამდენი მიყიდული მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ და ამდენი “ტურისტით (ეფ-ეს-ბე), გაიღვიძებენ ერთ დღეს და აღმოაჩენენ რომ საქართველოს 20% კი არა 100% აქვს ოკუპირებული რუსეთს.”- წერს  მაიკლ კარპენტერი საკუთარ თვითერზე.