“ერთ-ერთს მეორეზე უეჭვიანია და გატეხილი ბოთლით დაუჭრია”- გიორგი რურუა აფხაზეთის ომის გეი მებრძოლებს იხსენებს

სოციალურ ქსელში გიორგი რურუა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას იხსენებს და აფხაზეთის ომის ეპიზოდზე წერს.

„ერთი ამბავს მოვყვები.
ტამიში ყველაზე ცხელი ადგილი იყო აფხაზეთში, თითქმის ყოველდღე ხდებოდა თავდასხმა. ჩემი მეგობრები იცავდნენ ტამიშს ამ დროს, თითქმის ხელცარიელები, მხოლოდ ერთი ტანკით.
ეს ტანკი იყო, რაც იყო !
მომგერიებელიც და თავდამსხმელიც. ორი მაგარი მექანიკოსი მართავდა ტანკს.

ერთ დღეს ჩამოვარდნენ ბიჭები ყვირილით, რომ ეს ბიჭები დაჭრესო. გავარდა ყველა ტანკთან, ყველას ეგონა რომ ააფეთქეს. მისულებს კი ბიჭები ცოცხლები დახვდენენ.
თურმე ერთ-ერთს მეორეზე უეჭვიანია და გატეხილი ბოთლით დაუჭრია. ბიჭები გეები აღმოჩნდენენ.

ამ ამბის გახმაურებიდან, ერთმა დატოვა ჯგუფი, მეორემ კი ვაჟკაცურად გააგრძელა ბრძოლა ქვეყნისათვის.

ყველა პატიოსან მოქალაქეს გაუმარჯოს“ – წერს გიორგი რურუა.