ვარკეთილის მესამე მასივში წუხელ მხოლოდ ერთი კორპუსის ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს. მესამე მასივის მე-8 კვარტლის მე-13 კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ. ქურდებმა ოთხივე მანქანაში უკანა კარის მინის ჩამსხვრევის გზით შეაღწიეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ანალოგიური მეთოდით მიმდებარე კორპუსების კიდევ რამდენიმე მანქანაა გაძარცვული.
„90-იანები ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში… მიდის საქმე ძალიან ცუდად. კრიმინალი ძალიან გაიზარდა საქართველოში. მთავრობას უნდა ვთხოვოთ, რომ ყურადღება მიაქციონ კრიმინალის გაზრდას. ასეთი რამე არ ხდებოდა თბილისში. ტაქსისტებს ძარცვავენ,“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. დილიდან ეზოში ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობდნენ. შსს–მ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სავარაუდო ბრალდებულების შესახებ სამართალდამცველები ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ, ვარკეთილის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ყაჩაღობის სერია რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლების დაყაჩაღებით დაიწყო.














