„ლეობორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ირანთან 1 კვირაში სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს.
„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნა გახდა არა მარტო რუსული აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, არამედ ის იქცა დემოგრაფიული ირანიზაციის სივრცედ. ასეულ-ათასობით ირანელი მიგრანტი უკვე დაფუძნებულია საქართველოში. საკმარისია რეგიონში მსხვილმასშტაბიანი ომი და ეს 100 000 იქცევა მილიონად, რის შედეგადაც საქართველოსგან დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მოგონება და ყველაფერ ამის სათავეში, სამწუხაროდ, და საუბედუროდ, დგას ოლიგარქი ივანიშვილი, თბილისის მერი კალაძე, მათი ამფსონი დეპუტატები ოდიშარია-წულაია, მმართველის დეიდაშვილი მამაცაშვილი, რომლებსაც სამშენებლო ბიზნესის ამ სახლის გაყიდვის, კორპუსების წამოჭიმვისთვის სჭირდებათ კლიენტურა, რაც ნახეს სწორედ ირანულ ბაზარზე. ყველა ოდნავ ნორმალური სახელმწიფო ირანისათვის საზღვრების გახსნას ერიდება. რადგან იქ მაცხოვრებელი 85 მილიონი ადამიანიდან მიმდინარე კრიზისების გამო, ყოველი მეორე ემიგრანტობაზე ოცნებობს და პირველ რიგში იმაზე, რომ მოაკითხოს დედამიწის ოაზის, მათ მეზობლად, აქვე საქართველოს. მე ულტიმატუმს ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს. 1 კვირაში, მომავალ შაბათს, აგერ 13 :15 წუთამდე ირანთან დაწესდეს სავიზო რეჟიმი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავსვამთ საკითხს ვაშინგტონში, რათა ივანიშვილი, კალაძე, მამაცაშვილი, ოდიშარია, წულაია ანტი-ირანული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. მით უფრო, რომ ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ირანის და რუსეთის ელექტროსისტემები ერთმანეთს უკვე დააკავშირა, რის გამოც გადათხარეს, იავარქნეს და დაანგრიეს თერგის და არაგვის ხეობები ელექტრო ბოძებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.