მოძრაობა “სირცხვილიას” საპროტესტო აქცია “ერთად ერთის წინააღმდეგ” თბილისის გარდა, ბათუმშიც გაიმართება. აქცია დღეს, ევროპის მოედანზე, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
“დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უარს ვამბობთ რუსულ გავლენაზე; რომ გვინდა კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო სისტემა; რომ გვინდა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა; რომ გვინდა, დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა; და ჩვენ გვაქვს ჩვენი გენგეგმა”, — აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში აქცის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება. დღევანდელი აქცია ბოლო იქნება, მოძრაობის წევრები დღეს სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ.