ერთადერთი პროდუქტი, რომელზე უარის თქმით ბრიტანეთის დედოფალი სასურველ წონას ინარჩუნებს

ბრიტანეთის 93 წლის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ საკუთარი დიეტის შესახებ ინფორმაცია გაამხილა, რომელსაც უკვე მრავალი წელია იცავს.

მისი უდიდებულესობა ხანდაზმულობის მიუხედავად კარგ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს. ექსპერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ცხოვრების სპორტული წესის დამსახურება არ არის. მათ დედოფლის რაციონის დეტალები შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ ელისაბედ მეორემ ერთადერთ პროდუქტზე თქვა უარი.

ბუკინგემის სასახლის პროდუქტებით მომმარაგებელმა, გაი სინგხ–უოტსონმა დეილი მეილთან საუბრისას დედოფალთან ცოტა ხნის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა. მას წილად ერგო პატივი დედოფალთან ესადილა.

“ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არ მახსოვს როგორ მივიდა საუბარი აქამდე, თუმცა მოულოდნელად დიაბეტზე და სასარგებლო დიეტებზე დავიწყეთ ლაპარაკი. დედოფალმა მიამბო, რომ უკვე დიდი ხანია არ ჭამს კარტოფილს, რომელიც ადრე ძალიან უყვარდა. მისი თქმით, ამ პროდუტქზე უარის თქმით სასურველი წონის შენარჩუნება უადვილდება“– ამბობს ის და აზუსტებს, რომ დედოფალი ნაკლებ ყურადღებას უთმობს სამზარეულოს, არ არის მომთხოვნი და ნაკლებად პრეტენზიულია იმ კერძების მიმართ, რომელსაც მას უმზადებენ.