ავარია ზუგდიდში-ერთი დაღუპული და სამი დაშავებული

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.