ფქვილის ფასი, ერთ ტომარაზე, შესაძლოა, 2 ლარით გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს.
„ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პერიოდულად პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან ხორბლის იმპორტი ჩვენთან დოლარზე ხორციელდება. ფქვილის ფასი დღესდღეობით დოლართან მიმართებაში 2,75-2,80 კურსზეა გაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, დღეს არის სიტუაცია, როდესაც დოლარი თუ არ დასტაბილურდა, ფასები უნდა გადაიხედოს, თუმცა ამ დროისთვის დრამატულ ცვლილებებს არ ველოდებით. დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება საშუალოდ 48 ლარია, შესაბამისად, თუ ჩვენ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ფასს მოვუმატებთ, ეს, დაახლოებით, 2 ლარიანი მატება იქნება და ფასი 50 ლარზე ავა“, -აღნიშნა ლევან სილაგავამ.