ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრებში აბიყურიენტების პირველი ნაკადი დილის 8:00 საათზე გამოცხადდა.
გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.
2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
ეროვნული გამოცდები 23 ივლისს დასრულდება და ბოლო გამოცდა ამ დღეს ფიზიკაში ჩატარდება.
10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას კი 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.