ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება. დეს ფიზიკის გამოცდა გაიმართება, ხოლო 24 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების საგნების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად დაიწყება.
პირველი ზოგადი უნარების შედეგები დაიდება.
2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;