“ეს ადამიანი ყველაფერია პოლიციელის გარდა”-ნიკა მელია ვაჟა სირაძეს დაუპირისპირდა

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელიაპარლამენტთან მისვლას ცდილობda, ჩიტაძის ქუჩაზე მას სამართალდამცავებმა გზა გადაუკეტეს.ამის შემდეგ ნიკა  მელია  პოლიციის უფროსს ვაჟა სირაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაჟა სირაძე ყველაფერია პოლიციელის გარდა.

“ვაჟა სირაძე ყველაფერია, გარდა პოლიციელისა, მან დანაშაული ჩაიდინა, როდესაც 20 ივნისს დეპუტატი გამოაგდო პარლამენტიდან. ეს ის პოლიციელია რომელიც საქმის კურსში არ არის ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს თუ არა. საქმის კურსში არ არის იმიტომ რომ როდესაც დარბევა მიმდინარეობდა მანქანაში იჯდა და ტელეფონში უყურებდა ერთ-ერთ არხს და უყურებდა როგორ ხდებოდა ჩიტაძის ქუჩის გათავისუფლება,სადაც წყლის ჭავლი არ მუშაობდა და რასაც ხედავდა ჩიტაძის ქუჩაზე ის ეგონა, რომ ხდებოდა პოლიციის უფროსმა არ იცოდა, რომ წყლის ჭავლი მუშაობდა”-განაცხადა ნიკა მელიამ.