ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ნახავს თუ არა ადამიანი ფილმ And Then We Danced-ს ინტერნეტში, ეს მისი პირადი საქმეა. მისი თქმით, საჯარო და კერძ სივრცეში ქცევა სხვადასხვა ნომრებით რეგულირდება.
ამავე ჰომოფობიური ჯგუფის მეორე ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი კი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ის იყო, ფილმის პრემიერა “ზარზეიმით”, “ტაშის კვრით”, “ინტერვიუებით” და “პოპკორნის ჭამით” არ შემდგარიყო.
“ეს კიდე დამატებით დამაზიანებელია, როგორც ქუჩაში მარშები. თუ ეს კინოში გადის და პრობლემა არ არის, მაშინ მოხსნილია პრობლემა ახალგაზრდობისთვის. თუ ხალხი გამოვა, ესე იგი რაღაც ცუდია. სახლში ნახვაც მაინც ძალიან ცუდია. მე რომ ხელისუფალი ვიყო ამას ავკრძალავდი YouTube-შიც”, — აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
ინტერნეტში ფილმ And Then We Danced-ის არასრული სამუშაო ვერსია გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით ფილმის შემოქმედებითმა გუნდმა უკვე მიმართა საგამოძიებო სამსახურს.