„ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ გათვლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა, ისე მოხდებოდა” – გომელაური პანკისის მოვლენებზე

გომელაურის განცხადებით, პანკისში 21 აპრილს განვითარებული მოვლენებს აფასებს. სუს-ის უფროსი აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები მუშაობდნენ.

გომელაური აღიარებს, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად შეცდომა იყო.

„პანკისზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, არა მარტო იმ დღის თემები, სხვა საფრთხეები, რაც იყო მანამდე, იგივე სირიის მიმართულება და ა.შ… ეს არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილი, რომ ეს გათლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა, ისე მოხდებოდა.მას შემდეგ, რაც მოხდა დაძაბვა, მას შემდეგ მოხდა უკვე შეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის. ეს იყო სულ, იქ მერე როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ან უფრო მეტი უნდა შეეყვანათ, პირობითად, შეგვეყვანა ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სადაც უნდა გამოსულიყვნენ, შესულიყვნენ, ეს სხვა თემაა, ანალიზია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა და ის, რომ ჩართულები ვიყავით, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩართულები ვიყავით, იმიტომ, რომ ის მიმართულებაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენც ვზრუნავთ და ასევე, ჩვენ შსს-ს გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ასევე ერთი ორგანიზმია, ხაზს მე სულ ვუსვამ ამ მიმართულებას, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს, ის, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები ან ისინი არ იყვნენ თემაში, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით,“ – განაცხადა  გომელაურმა.

რაც შეეხება პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ თემას, გომელაური ფიქრობს, რომ  თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი.