საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უკვირს, რატომ ითხოვენ საქართველოდან თავშესაფარს საფრანგეთში, მაშინ როცა, მისი თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.
საფრთხეებსა და გადაჭრის გზებზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა ქართველ კოლეგასტან გიორგი გახარიასთან ერთად ისაუბრა. მთავარ პრობლემად კასტანერი საქართველოდან გაზრდილ უკანონო მიგრაციას ასახელებს.
“საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ. ამ გზას ჩვენ უკვე დავადექით, ამ სახით თანამშრომლობას, გამოიხატა სურვილი ორივე მხრიდან, რომ ვებრძოლოთ უკანონო თავშესაფრის მაძიებლებს. ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისთვის და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს არ არის ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობის თვალსაზრისით.
საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს. საქართველოში ომი არ არის, ამის გამო, საქართველო ბუნებრივად, საფრანგეთის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიიჩნევა, როგორც საიმედო პარტნიორი. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ბატონო მინისტრო, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება ამ მიმართულებით, საქართველოს მხრიდან გამოითქვა გარკვეული ინიციატივები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ისინი, ვინც ოცნებობენ საოცნებო ქვეყანაზე, ასე ადვილი არ იქნება და ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ასევე ვისაუბრეთ, იმ საკითხზე, რომ მარტივად მოხდეს ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება.
ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის საფრანგეთში, გარკვეული პათოლოგიების გამო, თუმცა, საქართველოშიც შეუძლიათ მათ მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, რომელთაც რეალურად სჭირდებათ საფრანგეთის დახმარება ამ თვალსაზრისით. თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიების განხილვა ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. რა თქმა უნდა, ამას დიდი ადამიანური და სოციალური პრობლემებიც უდგას გვერდით, რადგან ადამიანები ტოვებენ თავიანთ სამშობლოს გარკვეული იმედით და ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან. მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს, ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ არაკანონიერ ემიგრაციას. ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში, რათა შეწყდეს არაკანონიერი ემიგრაციის წყარო. უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმაოთ ისინი. ჩვენს შორის არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მადლობა ამ მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი მუშაობისთვის“, – განაცხადა კარისტოფ კასტანერმა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.