„ეს არის გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები” – ასე ეხმაურება ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ ეკა ბესელია ვირთხაა და ის კულუარულ ინფორმაციას “რუსთავი 2-ს” აწვდიდა. გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო ზარდიაშვილი გატუტუცებული ადამიანია.
„ეს არის უზრდელობა, გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები არის. ამას რომ ლაპარაკობ შენ კოლეგა ქალზე და პრეტენზია გაქვს, უკვე აღარაფერში აღარ ზიხარ. ფსკერის ქვემოთ არის, ფსკერის ქვემოთ ადამიანებზე მე არ ვაკეთებ კომენტარს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.