კახა კალაძე აცხადებს, რომ სანამ რეგულაციებს მიიღებდა მერიამ შეისწავლა ტაქსის მძღოლების პრობლემები და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ რეფორმა ტაქსის მძღოლებზე მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო და ეს მათთვის მტკივნეული არ ყოფილიყო.
„ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ მათი, სოციალური პრობლემები, ყველაფერი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის. მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, რეფორმა არ განხორციელდეს. და ასე არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ გვინდა რომ მოვაწესრიგოთ ზოგადად ეს მიმართულება,“-განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისს მერი დღეს ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრაზე მისვლას ულტიმატუმით აპირებენ. ისინი თბილისის მერისგან რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს დააანონსებენ.