“ეს არის ლგბტ პრაიდის პროვოკაცია” – სანდრო ბრეგაძე ქართულ-შვედური ფილმის კინოთეატრებში გაშვებას გააპროტესტებს

“და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოთეატრებში გაშვება “ლგბტ პრაიდის პროვოკაციაა”. – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორტუნა” ავრცელებს. 

“იქნება აქტიური პროეტესტი, თუმცა ჯერ პროტესტის ფორმებზე, ოღონდ კონსტიტუციის ფარგლებში. ვფიქრობთ. ეს არის პროვოკაცია ლგბტ პრაიდის მიერ, მათ გრანტები უნდათ”, – ამბობს ბრეგაძე 

საუბარია, რეჟისორ ლევან აკინის ფილმზე, რომელიც ქვიარი კაცების სიყვარულის ისტორიას აღწერს. ის საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გავა.