“ეს არის პარანოიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება”-გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

 

“ეს არის პარანოიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება”-ეს განცხადება ტელეკომპანია “კავკასიის” ოფისთან გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ტელეკომპანიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ინკასოს დადება მედიაზე ზეწოლად შეაფასა. 

“ჩემთვის სოლიდარობაზე მეტია “კავკასიას” კარიბჭესთან დგომა, ხელისუფლება თავის ზნეს არ იცვლის და იკბინება.  უნდა, რომ  დავით აქუბარდია ან ნინო ჯანგირაშვილი გააჩერონ და ამათ ვერ გააჩერებს გერმანული დივიზია ბიძინა კი არა”-აცხადება სანიკიძე.

შეგახსენებთ, ტელეკომპანიებს “კავკასიას”, “ტვ პირველსა” და “რუსთავი 2-ს” ინკასო 25 დეკემბერს  დაედოთ.