” ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე “- რატი ამაღლობელი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას მწერლების პროტესტი მოჰყვა.ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკტირიკებენ. კრიტიკულად აფასებს  პოეტი რატი ამაღლობელი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას  და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სფეროს ექსპერტებთან შეთანხმების გარეშე მიიღეს.

„ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში რაიმეს ქმნიან, მათთან ყველანაირი საქმიანი შეხვედრების გარეშე, სრულიად ხელოვნურად მათი გაერთიანება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული კულტურის პოლიტიკის ამ სფეროს მიმართულებები და ფაქტი სახეზეა, მე ვფიქრობ, ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე წლების განმავლობაში,“ – ამბობს რატი ამაღლობელი.