“ეს არის წარმოუდგენელი ღალატი ქვეყნის, ხალხის, ერის და რწმენის”-ნინო ბურჯანაძე

“ეს არის წარმოუდგენელი ღალატი ქვეყნის, ხალხის, ერის და რწმენის”- “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე  დღევანდელ მოვნელებს აფასებს, მისი თქმით, მეუფე პეტრემ არამხოლოდ პატრიარქს, არამედ მთელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა.

“ეს არის წარმოუდგენელი ღალატი ქვეყნის, ხალხის, ერის და რწმენის, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ უკვე გადაყენებული მღვდელმთავარისგან. ეს არის შეურაცხმყოფელი მთელი ერისთვის. ღმერთი განსჯის, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც კაცთა განსჯა არ უნდა მოაკლდეს მას. მე მივიჩნევ, რომ დღეს არა მხოლოდ საპატრიარქო არის შეურაცხყოფილი იმით, რაც მოვისმინეთ, არამედ თითოეული მორწმუნე. ამ ადამიანმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა მთელ თაობებს, მთელ მრევლს. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავი ეკლესიის შვილად მიაჩნია. დამოკიდებულება ხელისუფლების და საპატრიარქოს მიმართ განაპირობებს იმას, რა შედეგიც ჩვენ ახლა მივიღეთ. ყველაფერი მიდიოდა იმისაკენ, რომ დანგრეულიყო ქართული ეკლესია, დანგრეულიყო საპატრიარქო, როგორც ინსტიტუტი. შელახულიყო პატრიარქის ავტორიტეტი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არავინ აღარ დარჩეს ვისაც პატივს სცემენ, ვისაც ავტორიტეტი აქვს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.