,,ეს არის უკონტროლო რუსოფობიის ნათელი მაგალითი” – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

,,ეს არის უკონტროლო რუსოფობიის ნათელი მაგალითი”, –  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში”  ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. 

,,ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ,  უპრეცენდენტო,  მიუღებელ, უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის ხელისუფლების მისამართით.

რუსეთი მომხდარს განიხილავს, როგორც ქართველი რადიკალების მხრიდან  მორიგ პროვოკაციას, რომელიც მიმართულია რუსეთ -საქართველოს ურთიერთობის დაზიანებისკენ.

ეს ინციდენტი არის ნათელი მაგალითი იმის, თუ სად მივყავართ რუსოფობიას. 20 ივნისს, რუსულ საპარლამენტო დელეგაციაზე თავდასხმისგან განსხვავევით, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალების გამართლება არ დაიწყო და საკუთარ თავში იპოვა ძალა და გაემიჯნა პროვოკატორებს და დაგმო მათი ქმედება.

ხელისუფლებამ არ გაამართლა რადიკალები, საკუთარ თავში ძალა იპოვა გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს მათი ქმედება, ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებასაც, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაშია.  ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. მსგავს ფაქტებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანმა  გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით  მიმართ. მან შეურაცხმყოფელად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.