“ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომი არის ყალბი”-“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი გაყალბებულია.
“ყველასთვის ცნობილია თადუმაძის ავადსახსენებლი დიპლომი, მე დღეს წარმოვადგინე კიდევ ერთი დოკუმენტი ბატონო შალვა, ეს არის 2003 წლის გადაწყვეტილება სასამართლოსი სადაც მითითებულია, რომ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და მას დაერქვა ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომი არის ყალბი.
მოგმართავთ პროცედურაზე, მოუწოდოთ ბატონ შალვას მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ასევე დააყენეთ საკითხი მისი მთავარი პროკურორობიდან გადაყენების საკითხზე, თუ ამას თავად არ გააკეთებს, თქვენი ვალდებულებაა გამოაიყენოთ იმპიჩმენტის პროცედურები, რომ უდიპლომო მთავარი პროკურორი არ ყავდეს ქვეყანას”-აცხადებს ბოკუჩავა.