ეს დაახლოებით იგივეა რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში-რა უნდა მელიას პარლამენტში-ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ელექტრონული სამაჯურით უკვე  მეორედ მივიდა. როგორც მელია ამბობს, მას დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელება როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მის გარეთაც შეუძლია.

“ეს დაახლოებით იგივეა რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში-რა უნდა მელიას პარლამენტში, დიახაც აუცილებლად ვივლი, მაშინ როცა საჭიროდ ჩავთვლი, არამხოლოდ პარლამენტში, ვივლი იქ, სადაც უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება: ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს. ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს,”- განაცხადა მელიამ.