გიგა ბოკერიასა და თამარ ჩუგოშვილს შორის კამათი რეგლამენტის საკითხზე დაიწყო. ბოკერიამ, მინისტრის არყოფნის გამო, მოითხოვა მისი დრო მაშინ ჩართულიყო, როდესაც გახარია სხდომათა დარბაზში დაბრუნდებოდა. თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა რომ დროის დამატებას არ აპირებდა, რასაც ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა.