“ეს იყო ძალიან ცნობილი მომღერალი…” – თიკა ჯამბურიამ კონვერტი გახსნა (ვიდეო)

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემა “ფარული კონვერტში” პირად ცხოვრებაზე და სასიყვარულო სამკუთხედებზე ისაუბრა.

ჯამბურიამ თქვა, რომ ქმართან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ერთი ბიჭი გამოჩნდა.

მომღერალმა კონვერტი გახსნა და ის ადამიანი დაასახელა, რომელმაც მისი თქმით, მის შეყვარებულთან რომანი გააბა.

“ეს იყო რომ წაიჩხუბებ და დაშორდები ამგვარი ტიპის კამათი. მე ძალიან მინდოდა მას შევრიგებოდი. ერთხელ ჩემი მეგობარი მეუბნება: უნდა გითხრა რაღაც და მზად ხარო? ზუკას აქვს ურთერთობა შენს ძალიან ახლო მეგობართან ისინი ერთად არიანო, მაშინ გავითიშე, ის გოგონა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო..მუხლები მომეკვეთა და დავეცი სამზარეულოში…

ცნობილი ადამიანია, მომღერალია, ეს გახლავთ ია ტომაში, ძალიან ცუდად მოვიქეცი, მივედით მე და ჩემი მეგობრები, მის სახლთან დავწერეთ, რომ აქ ცხოვრობს ბოზი. არც ზურას და არც იას ერთხელაც კი არ უნანია თავის საქციელი, არ უთხოვიათ პატიება” -ამბობს  თიკა ჯამბურია.

მომღერალმა გადაცემის საშუალებით ია ტომაშს წლების წინ ჩადენილი საქციელის გამო ბოდიში მოუხადა.